თეგებით ძიება
11. 08. 2021 სპორტი

"ჩემი ოცნება ჩემპიონთა ლიგის მოგებაა და ვფიქრობ, რომ ამისთვის იდეალურ ადგილზე ვარ" - ლიონელ მესი

ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ მოხარულია, რომ „პარი სენ-ჟერმენთან“ გააფორმა და მზად არის, გუნდს ჩემპიონთა ლიგის პირველი ტიტულის მოპოვებაში დაეხმაროს.

„ამიტომაც ვარ აქ. ეს ამბიციური კლუბია. თქვენ ხედავთ, რომ ისინი მზად არიან, ყველაფრისთვის იბრძოლონ. ჩემი ოცნება ჩემპიონთა ლიგის მოგებაა და ვფიქრობ, რომ „პარი სენ-ჟერმენი“იდეალური ადგილია ამის გასაკეთებლად“, - აღნიშნა ლიონელ მესიმ დღეს პარიზში გამართულ პრესკონფერენციაზე.

არგენტინელმა ფეხბურთელმა ასევე განაცხადა, რომ ჯერ არ იცის, როდის შედგება მისი დებიუტი, რადგან გასულ თვეს გამართული „კოპა ამერიკას“ მოგების შემდეგ არ უთამაშია და მომზადება სჭირდება.

11 აგვისტოს ლიონელ მესი ოფიციალურად „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი გახდა. ლიონელ მესიმ ხელი მოაწერა ორწლიან კონტრაქტს, ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა