თეგებით ძიება
14. 08. 2021 სპორტი

გიორგი მამარდაშვილის საოცარი სეივი “ხეტაფესთან” მატჩის ბოლო წუთებში (ვიდეო)

20 წლის გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგაში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. ეს „ვალენსიასა“ და „ხეტაფეს“ შორის შეხვედრაში მოხდა, რომელიც მიმდინარე სეზონის პირველი მატჩი იყო. გიორგიმ კარი მშრალად შეინახა და გამარჯვებაში საკუთარი წვლილი 5 სეივით შეიტანა.

საბოლოოდ, „ვალენსიამ“ 1:0 მოიგო და სეზონის პირველი სამი ქულა მოიპოვა. მამარდაშვილი მეოთხე ქართველია გიორგი დემეტრაძის, შოთა არველაძის და გიორგი ქოჩორაშვილის შემდეგ, რომელმაც ლა ლიგის გუნდში ითამაშა და პირველი ქართველი მეკარეა, ვინც ეს მოახერხა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა