თეგებით ძიება
14. 08. 2021 სპორტი

ტოკიოს ოლიმპიადის გამარჯვებულები 1 მლნ ლარს, ვერცხლის მედლის მფლობელები - 500 000 ლარს, ბრინჯაოს მედლის მფლობელები კი 250 000 ლარს მიიღებენ

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართულ ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალოსნები 1 მლნ ლარს, ვერცხლის მედლის მფლობელები - 500 000 ლარს, ბრინჯაოს მედლის მფლობელები კი 250 000 ლარს მიიღებენ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მონაწილე სპორტსმენებთან შეხვედრაზე განაცხადა. ღ

„ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ ყოფნა და თქვენთან შეხვედრა. მივესალმები პლანეტის ყველაზე ძლიერ ადამიანს, ლაშა ტალახაძეს, მივესალმები ლაშა ბექაურს, ვაჟა მარგველაშვილს, ლაშა შავდათუაშვილს, იაკობ ქაჯაიას, გენო პეტრიაშვილს, ანტონ პლესნოის, გურამ თუშიშვილს, რომელიც საპატიო მიზეზით ვერ გვესწრება დღეს.

ძვირფასო ოლიმპიელებო, ჩვენო საამაყო გმირებო. თქვენ, მართლაც საოცარი შედეგი დადეთ. 8 მედალი, მართლაც ისტორიული შედეგია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. მედლების რაოდენობის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში ტოპ 10-ეულში შევიდა. მადლობა ამისთვის თქვენ, მადლობა გამარჯვებისთვის. მთავრობის სახელით მადლობას მოგახსენებთ.

მაქვს პატივი, გაგაცნოთ ჩემი გადაწყვეტილება. მოგეხსენებათ, რომ წასვლის წინ გაგაცანით, რომ ოქროს მედლის მფლობელი მიიღებს 1 მლნ ლარს, ახლა რაც შეეხება ვერცხლის მედლის მფლობელებს, მინდა გაცნობოთ, რომ 500 000 ლარი იქნება თქვენი ჯილდო, ბრინჯაოს მედლის მფლობელი მიიღებს - 250 000 ლარი “,-აღნიშნავს პრემიერი.

საქართველოს ოლიმპიურმა გუნდმა ტოკიოს თამაშები 2 ოქროს, 5 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლით და მედლების ჩათვლაში 33-ე საფეხურზე დაასრულა. აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელი ქვეყნის სახელით ყველაზე მეტი სწორედ ტოკიოში მედალი მოვიპოვეთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა