თეგებით ძიება

"არც ერთი დაზარალებული არ დარჩება სახელმწიფოს ზრუნვის გარეშე" - ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერი ღარიბაშვილი კახეთში მოსულ ძლიერ სეტყვაზე განცხადებას ფეისბუქზე ავრცელებს და დაზარალებულ მოსახლეობას დახმარებას პირდება.

"ძლიერმა სეტყვამ და ქარმა კახეთში - ყვარლის, თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში 4 600 ჰექტარი ვენახი დააზიანა.

სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად.

ამ პროცესის წარმართვა ვიცე- პრემიერ ლევან დავითაშვილს დავავალე.

შექმნილია საკოორდინაციო შტაბი, სადაც მიმდინარეობს ზარალის დათვლა. ადგილზე იმყოფება ჩემი წარმომადგენელი - მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლერი ბარნაბიშვილი.

არც ერთი დაზარალებული არ დარჩება სახელმწიფოს ზრუნვის გარეშე!"- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

შეგახსენებთ, რომ კახეთში ძლიერი სეტყვის შედეგად რამდენიმე სოფელში, ვენახების დიდი ნაწილი გაანადგურა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა