თეგებით ძიება

ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი არ მუშაობს…დაინტერესდით – ხუსკივაძე პარტიებს მიმართავს

ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი, რომელმაც საჩივრებთან და არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებით დასკვნა უნდა დადოს არ მუშაობს, ხელისუფლება არჩევნების გაყაბებისთვის ემზადება - ინფორმაციას ამის შესახებ აკაკი ხუსკივაძე ავრცელებს.

“ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი არ მუშაობს!

გაურკვეველია სხდომებს სად ატარებენ!

ამ ჯგუფმა უნდა დადოს “სანდო” დასკვნა საჩივრებთან და არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

მონაწილე 11 ორგანიზაციიდან 9 ცესკოს გრანტიორი ორგანიზაციაა.

არ ვსაუბრობ ზოგიერთების კომპეტენციაზე, ვსაუბრობ მიკერძოებაზე.

ეს არის ქართული ოცნების ოფისი!

სხვანაირად არც შეიძლებოდა ყოფილიყო იმ ჯგუფში სადაც ვლადიმერ ბოჟაძის, მიხეილ ანდღულაძის და ნანა კაკაბაძის ორგანიზაციიდან წარდგენილი ადამიანები იქნებოდნენ.

მიხეილ ანდღულაძემ თავმჯდომარედაც კი აირჩიეს აქ!

აქვე მინდა ხაზი გავუსვა – ცესკო 2 დღეა ცხელი ხაზის მეშვეობით მპირდება, რომ შემეხმიანებიან და სად მივმართო წერილობით საკონსულტაციო ჯგუფს გამაგებინებენ.

თუმცა პასუხი ამ დრომდე არ არსებობს!

მივმართავ პოლიტიკურ პარტიებს! –

დაინტერესდით ცესკოს ამ “მკვდრადშობილი” ჯგუფით, რომელიც მხოლოდ მექანიზმია არჩევნების გასაპრავებლად. იგივე დასკვნას აპირებენ, როგორც 2020 არჩევნების ვითომდა გადამთვლელი კომისიით რაც შექმნეს.

ამით აპირებენ არჩევნები “გაიპრავონ”!” წერს აკაკი ხუსკივაძე ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა