თეგებით ძიება
29. 08. 2021 სპორტი

რევაზ ჩიკოიძემ ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე პარალიმპიურ თამაშებზე, რევაზ ჩიკოიძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ფინალში ქართველი პარაოლიმპიელი ძიუდოისტი ირანელ სპორტსმენს შეხვდა და მეორე წუთზე მიღებული ტრავმის გამო დამარცხდა. ქართველმა მეოთხედფინალში იაპონელი მეტოქეს მოუგო, ნახევარფინალში კი უზბეკ სპორტსმენს სძლია.

შეგახსენებთ, რომ დღეს ასევე ვერცხლის მედალი მოიპოვა პარაოლიმპიელმა ინა ქალდანმაც.​ მთლიანობაში, პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრები უკვე სამ ვერცხლის მედალს ფლობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა