თეგებით ძიება

ირაკლი კობახიძე - პარლამენტარებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი მე მაქვს

პარლამენტარებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი მე მაქვს - ჩემი რეიტინგი ორნიშნაა, დაახლოებით 30%, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ეთერში განაცხადა.

კობახიძე სპეკულაციას უწოდებს შეფასებებს, თითქოს საზოგადოებასა და მედიაში ნაკლებად იმის გამო ჩანს, რომ „მისი პერსონალური ფაქტორი ელექტორატში პოპულარობით არ სარგებლობს“.

„მე მაქვს სტანდარტული რეიტინგი, რაც შეიძლება ჰქონდეს პარლამენტის წარმომადგენელს. ყველა ქვეყანაში, როგორც წესი, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელს აქვს უფრო მაღალი რეიტინგი, ვიდრე საკანონმდებლო ხალისუფლების წარმომადგენლებს. რაც შეეხება პარლამენტის წრეს, პარლამენტარებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი მაქვს მე, მაგრამ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, იგივე კახა კალაძე რომ ავიღოთ, უფრო მაღალი რეიტინგი აქვთ. ჩემი რეიტინგი ორნიშნაა. დაახლოებით 30%-ია. მაშინ, როდესაც კახა კალაძეს აქვს 50%-მდე, რომელიც ყველაზე მაღალია. ითვლება, რომ 30% მაღალი რეიტინგია საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგებლებისთვის.

სპეკულაციები ყველა ჩვენგანთან დაკავშირებით გვესმის მთელი ამ თვეების განმავლობაში. იყო სპეკულაციები თანამდებობიდან ჩემს წასვლაზე. ეს სპეკულაციები მუდმივად ვრცელდება იმისთვის, რომ რაღაცნაირად სცადონ ჩრდილის მიყენება ჩვენი საერთო იმიჯისთვის. მაგრამ ხალხი უკვე მიჩვეულია“,- განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა განმარტა, რატომ არ აქტიურობს საჯაროდ ბოლო პერიოდის განმავლობაში.

კობახიძე აღნიშნულის მიზეზად მის, როგორც შტაბის ხელმძღვანელის საქმიანობას ასახელებს და ამბობს, რომ ყველაფერი ეს „ძალიან დიდ დროსთანაა დაკავშირებული“.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა