თეგებით ძიება

"ეკონომიკა არ ჩერდება, ვითარდება და უპრეცედენტო ზრდა არის" - ნათია თურნავა

2021 წლის ივლისში ეკონომიკამ წინა წელთან შედარებით, თითქმის 10-პროცენტიანი ზრდა განიცადა, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

"ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ ეკონომიკა არ ჩერდება, ეკონომიკა არ გავაჩერეთ, ეკონომიკა ვითარდება და მართლაც უპრეცედენტო ზრდ არის. პირველ რიგში, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანები აღარ დაკარგავენ სამსახურს და შეიქმნება მეტი ახალი სამუშაო ადგილი. ხელფასები, საარსებო წყარო, ეს წყარო იარსებობს უფრო მზარდად, იმიტომ, რომ განვითარებული ბიზნესი ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებს. ეს იმას ნიშნავს, რომ სავალუტო შემოდინება ქვეყანაში კვლავაც შენარჩუნდება". - განაცხადა ნათია თურნავამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა