თეგებით ძიება

"ქართული ოცნება" ევროკავშირის ნდობას კარგავს - ანდრიუს კუბილიუსი

ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით, "ქართული ოცნება" ევროკავშირის ნდობას კარგავს.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ვერ მისდევს თავისი ერის მიმართულებას, რომელიც მიიღწვის ევროკავშირისკენ.

"მმართველი პარტია კარგავს ევროკავშირის სახელმწიფოების, პარტნიორების ნდობას იმიტომ, რომ რეფორმების შესრულება კითხვის ნიშნის ქვეშ არის, არ ხდება იმის დემონსტრირება, რომ დემოკრატია საქართველოში მომწიფებულია და ევროკავშირის შიგნით ჩვენ ძალზედ შეშფოთებული ვართ, მაგრამ მე ვენდობი ქართველ ხალხს, რომელიც ძალზედ პროევროპულია. მთავრობა ვერ მისდევს თავისი ერის მიმართულებას, რომელიც მიიღწვის ევროკავშირისკენ", - განაცხადა "ფორმულასთან" ანდრიუს კუბილიუსმა "ქართულ ოცნებაზე" საუბრისას.

მმართველი გუნდი ევროკავშირის დახმარებაზე უარს ამბობს, ევროკავშირი კი აცხადებს, რომ საქართველომ ვერ შეძლო, მიკროფინანსური დახმარების პირობა სრულად შეესრულებინა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა