თეგებით ძიება

"საქართველო შორდება აუცილებელ, დასავლეთზე ორიენტირებულ რეფორმებს" - იან კელი

საქართველო შორდება აუცილებელ, დასავლეთზე ორიენტირებულ რეფორმებს, - ასე ეხმაურება აშშ-ის ყოფილი ელჩი, იან კელი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ევროკავშირის დახმარებაზე უარს.

"რთულია იმის ნახვა, რომ ეს გადაწყვეტილება სხვა არაფერია, თუ არა სტრატეგიის ნაწილი, რომლის მიხედვითაც, საქართველო შორდება აუცილებელ, დასავლეთზე ორიენტირებულ რეფორმებს", - წერს ტვიტერზე იან კელი.

მმართველი გუნდი ევროკავშირის დახმარებაზე უარს ამბობს, ევროკავშირი კი აცხადებს, რომ საქართველომ ვერ შეძლო, მიკროფინანსური დახმარების პირობა სრულად შეესრულებინა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა