თეგებით ძიება

"რიკოთის მსგავსი მასშტაბის და სირთულის პროექტები ქვეყანაში არ განხორციელებულა" - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ რიკოთის მონაკვეთზე შენდება 96 ხიდი და 53 გვირაბი, ასეთი მასშტაბის და ამ სირთულის პროექტები ქვეყანაშიარ განხორციელებულა, მეტიც, ეს არის ევროპის მასშტაბით მართლაც გამორჩეული პროექტი, ჯდება 2 მილიარდ ლარზე მეტი და პროექტი სრულად დასრულდება 2024 წელს.

„3 საათში გახდება შესაძლებელი თბილისიდან ბათუმში ჩასვლა. ამას გარდა, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ვაგრძელებთ მასშტაბურ სამუშაოებს ყველა მიმართულებით. ყველა რეგიონის მიმართულებით ვიწყებთ ახალი მაგისტრატების მშენებლობას, იქნება ეს კახეთის მაგისტრალი, სამხრეთის მონაკვეთის დასრულება თუ ა.შ. ეს მონაკვეთი მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ არის შემადგენელი ნაწილი აღმოსავლეთ-დასავლეთის მთავარი მაგისტრალის, რომელიც იწყება ბრესტიდან და მთავრდება ჩინეთის საზღვრამდე. სწორედ ჩვენი მონაკვეთია უმნიშვნელოვანესი, ეს არის 388-კილომეტრიანი მონაკვეთი. რა თქმა უნდა, ჩვენ მოხარული ვართ, რომ აქ დასაქმებული მოქალაქეების 70% ქართველია, ისინი ძალიან დიდ გამოცდილებას იღებენ. მინდა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო ირაკლი ქარსელაძეს ძალიან წარმატებული მუშაობისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა