თეგებით ძიება

"2 ოქტომბერს ვირჩევთ ან რუსეთს (ოცნების სახით), ან ევროპეიზაციის შანსს (ოპოზიციის სახით)" - ბაია პატარაია

უფლებადამცველი, ბაია პატარაია სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, სადაც ამჟამინდელ ხელისუფლებას აკრიტიკებს და "რუსეთის მონებს" უწოდებს.


"ფბ-ზე 10 წუთით შემოვდივარ ხოლმე, გნებავთ ფრუსტრაციას დავაბრალოთ, გნებავთ გადაღლას და თავის მოფრთხილებას. უმეტესად ჩემთვის ვინახავ ჩემ პოლიტიკურ მოსაზრებებსაც, თუმცა ზოგჯერ ვალდებული ვარ, ხმა ამოვიღო. ჰოდა, “ოცნება” რომ ევროკაშვშირის დახმარებაზე უარს ამბობს ეს არის ისეთი სიგნალი, რომელზე გაჩუმების უფლებაც არავის აქვს, ვისაც თავში 2 კაკალი ჭკუა უყრია. ევროკავშირის გამოწვდილ ხელზე უარის თქმა პირდაპირ ნიშნავს რუსეთის ხელებში ჩავარდნას, რადგან ჩვენისთანა სუსტი და პაწუა სახელმწიფო კი არა, აგერ ჩინეთი და ამერიკა ვერ არსებობენ მარტო და იზოლირებულად. არანაირი ნეიტრალიტეტი არ არსებობს, თავს ნუ მოიტყუებთ.

2 ოქტომბერს ვირჩევთ ან რუსეთს (ოცნების სახით), ან ევროპეიზაციის შანსს (ოპოზიციის სახით). არ მაქვს დიდი წარმოდგენა და მოლოდინები ოპოზიციის მიმართ, მეც შესანიშნავად ვხედავ მათ სისუსტეს და ნაკლს, მაგრამ “ოცნებას” (და ბიძინას უკან მდგარ რუსეთს) ყველაფერი მირჩვენია, საერთოდ ყველაფერი.

მარტო ერთი რამ მადარდებს, ხვდება კი ხალხი ამ კონკრეტული არჩევნების ნამდვილ არსს, თუ უბრალოდ, ესეც ერთი რიგითი არჩვენები ჰგონია? თუ ისევ იტყვის, “ნაცებს” “ოცნება” მირჩვენიაო – ჩვენი დროის ყველაზე დიდი ბლეფი, რაც რუსეთმა გვაჭამა" - წერს უფლებადამცველი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა