თეგებით ძიება

"ქართული ოცნება" ხელს შეუწყობს "ნაცმოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნებას, თუ ზუსტად იგივე მეთოდებით გაუსწორდება საქართველოს მოქალაქეებს - გიორგი გახარია

ორგანიზაცია „ქართული ოცნება“ თავისი უსუსურობით ხელს შეუწყობს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნებას, თუ ზუსტად იგივე მეთოდებით გაუსწორდება საქართველოს მოქალაქეებს. ამიტომ, ჩვენ გვესმის, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის სახიფათოა ამ ორი ძალის მარტო დატოვება, - ამის შესახებ ექსპრემიერმა, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

„სამი თვის წინ, ჩვენ ყველამ ერთად ვთქვით, რომ ვერთიანდებით საქართველოსთვის და არავის წინააღმდეგ. ამის შემდეგ ჩვენ ყველამ ერთად, ფაქტობრივად, მთელი ქვეყანა მოვიარეთ. დღეს, სამი თვის შემდეგ, პარტია „საქართველოსთვის“ არის ერთადერთი პარტია ამ ქვეყანაში, მზარდი რეიტინგით. რატომ? - იმიტომ, რომ საქართველოს მოქალაქე არის ბრძენი, სამართლიანი და ხშირ შემთხვევაში, ხელისუფალზე უფრო გონიერი. დღეს აშკარაა, რომ საქართველოს მოქალაქეებს უფრო ღირსეული, სამართლიანი და გონიერი ხელისუფალი სჭირდებათ.

ბევრი ჩვენგანი წლების წინ გავერთიანდით „ქართული ოცნების“ ირგვლივ და ეს არ იყო ორგანიზაცია „ქართული ოცნება.“ ეს იყო ფასეულობებზე დაფუძნებული ერთობა, ეს იყო ოცნება უკეთეს, წარმატებულ საქართველოზე, ეს იყო ოცნება სამართლიან, კეთილსინდისიერ გარემოზე. სამწუხაროდ, დღეს ორგანიზაცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელებს დაავიწყდათ ეს იდეალები და ფასეულობები. ეს ხალხი დღეს ძალაუფლების შენარჩუნების ჟინით შეპყრობილი, სულ უფრო და უფრო ცდილობს დაგვაბრუნოს წარსულში. ორგანიზაცია „ქართული ოცნება“ თავისი უსუსურობით ხელს შეუწყობს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნებას, თუ ზუსტად იგივე მეთოდებით გაუსწორდება საქართველოს მოქალაქეებს. ამიტომ, ჩვენ გვესმის, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის სახიფათოა ამ ორი ძალის მარტო დატოვება“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ ექსპრემიერმა, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ თბილისის მერობის კანდიდატად საკუთარი თავი დაასახელა.

თბილისის მერობისთბის "ქართული ოცნებიდან" მოქმედი მერი, კახა კალაძე იბრძოლებს, "ნაცმოძღაობიდან" - ნიკა მელია.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა