თეგებით ძიება

"ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან" - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სომხეთში, პრემიერ ნიკოოლ ფაშინიანთან ნაყოფიერი შეხვდა.

"ერევანში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან.
შეხვედრაზე განვიხილეთ "სამხრეთ კავკასიაში სამეზობლოს მშვიდობიანი ინიციატივა", რომელიც გაეროში გავაჟღერე. ახალი სამშვიდობო ფორმატი ხელს შეუწყობს მშვიდობიანი კეთილმეზობლური ინიციატივის პერსპექტივებზე მსჯელობას, რომელშიც, სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებთან ერთად, საერთაშორისო პარტნიორებიც ჩაერთვებიან.

ჩემს კოლეგას კიდევ ერთხელ დავუდასტურე მზადყოფნა, საქართველომ გააგრძელოს აქტიური მედიაციის როლი, რათა უზრუნველყოფილი იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და რეგიონი ეტაპობრივად გარდაიქმნას ახალი შესაძლებლობების, განვითარებისა და მშვიდობის რეგიონად", - წერს ირაკლი ღარიბაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა