თეგებით ძიება

"ჯოჯოხეთური ღამე იყო, პირველ რიგში ოჯახის წევრებისთვის" - გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრმა ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა და ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სამი პირია დაკავებული.

"ნამდვილად ძალიან ტრაგიკული ღამე იყო, ჯოჯოხეთური ღამე იყო, პირველ რიგში ოჯახის წევრებისთვის, შემდეგ თითოეული ჩვენგანისთვის. თქვენც იქ ბრძანდებოდით და ყველა ერთად ვცდილობდით გადაგვერჩინა ეს ადამიანები და მადლობა ყველას ვინც გვერდში დაუდგა ამ ოჯახებს. ვუსამძიმრებ მათ კიდევ ერთხელ, ძალიან მძიმეა და ძალიან რთულია ოჯახის წევრებისთვის.

სხვა პირის პასუხისმგებლობა ჯერ არ გამოკვეთილა. სამი პირი არის პასუხისგებაში მიცემული, ვინ იყო ჩართულ, ვინ არა ამაზე მე ვერ ვისაუბრებ.

იცით, რომ მიდის გამოძიება, გამოძიებას კურირებს კერძოდ გამომძიებელი და ზედამხედველი პროკურორი. ვინ რა გააკეთა, ვინ რა ჩვენება მისცა მე ვერ ვისაუბრებ, თავის მტკიცებულებებით რაც წარუდგინეს სასამართლოს, სასამართლომ შეუფარდა წინასწარი ორთვიანი პატიმრობა. ჯერ არავის პასუხისმგებლობა
დამატებით არ გამოკვეთილა, კანონიდან გამომდინარე რომ გამოკვეთილიყო სხვასაც მისცემდნენ პასუხისგებაში. გამოძიება გრძელდება, დაემატება, თუ გამოაკლდება ვინმე ამას ახლა მე წინასწარ ვერ გეტყვით," - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა