თეგებით ძიება

შეიძინა 5 ქილა თაფლი, სპეკულაციის შემდეგ კი, 4 ცალი ადმინისტრაციას ჩააბარა - ეკა ხერხეულიძე სააკაშვილზე

„ნაციონალური მოძრაობის” წევრი ეკა ხერხეულიძე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის დეტალებზე ყვება. როგორხ ხერხეულიძემ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ექსპრეზიდენტმა ციხეში 5 ქილა (50 მგ-იანი თითო)იყიდა, თუმცა სპეკულაციების შემდეგ, მან ის ადმინისტრაციას ხელმოწერის აქტით ჩააბარა.

"ანატომია ამ ამბის ყოფილა ესეთი, როდესაც ექიმი შევიდა დეპარტამენტიდან, ურჩევია რომ ჩაიში გამოიყენოს შაქარი, რაზეც უარი განაცხადა და უთქვამთ რომ თაფლი ერთი კოვზი შეგიძლია მიიღოვო. ამის შემდგ მას შეუძენია 5 ცალი 50 მლ გრამიანი ქილა, 7-ად რომ ასაღებენ, დათვის ქილად რომ აქვთ წარმოდგენილი. როგორც კი მიშამ მოისმინა, რომ ამით სპეკულირებენ და ეს შეიძლება გამოიყენონ იმისთვის, რომ მის შიმშილობას ჩრდილი მიადგეს, მთხოვა გადაეცი ყველა დაინტერესებულ პირს, რომ ერთი უკვე გახარჯული მქონდა და 4 ქილა აქტით, ხელმოწერით ჩავაბარე ადმინისტრაციასო. ამიტომ ამ ტყუილს გასავალი ვერ ექნება", - აცხადებს ხერხეულიძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის ამ დღიდან მოყოლებული შიმშილობეს. მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება. მისი პირადი ექიმის განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა