თეგებით ძიება

ავსტრიის პრეზიდენტი: 2020 წლის პანდემიის შემდეგ, საქართველომ ძალიან სწრაფად დაიწყო ეკონომიკური აღმასვლა და 2021 წლის პირველ ნახევარში 12%-იანი ზრდა აჩვენა

2020 წლის პანდემიის შემდეგ, საქართველომ ძალიან სწრაფად დაიწყო ეკონომიკური აღმასვლა და 2021 წლის პირველ ნახევარში 12%-იანი ზრდა აჩვენა, - ამის შესახებ ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურმა პრეზიდენტმა, ალექსანდერ ვან დენ ბელენმა სალომე ზურაბიშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში ავსტრიული ფირმებისთვის ძალიან დიდი პოტენციალი არსებობს.

„განსაკუთრებით განახლებადი ენერგიის, ტურიზმის თვალსაზრისით და ინფრასტრუქტურის დარგებში. ამ თანამშრომლობის გარდა, სახელმწიფოებრივ დონეზე საქართველოსა და ავსტრიას საუნივერსიტეტო და რეგიონული თანამშრომლობაც აკავშირებს. ამ სფეროებშიც ჩვენ გვექნება წინსვლა და განვითარება“, - განაცხადა ავსტრიის პრეზიდენტმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა