თეგებით ძიება

"ჩვენი თხოვნა და მოწოდებაა, ჩვენი არც ერთი ამომრჩეველი არ დარჩეს სახლში არჩევნების დღეს" - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობის მთავარი ამოცანაა, მაქსიმალური მობილიზება მოახდინოს ამომრჩევლის.

მთავრობის მეთაურმა ამომრჩეველს არჩევნების მეორე ტურზე აქტიურობისკენ მოუწოდა.

„ჩემი ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო თემა იყო, რომ ჩვენი არც ერთი ამომრჩეველი არ დარჩეს სახლში არჩევნების დღეს, ყველა უნდა მივიდეს არჩევნებზე. ეს არის ჩვენი თხოვნა და ჩვენი მოწოდება, რომ ქვეყანამ გააგრძელოს მშვიდობიანი განვითარება. სამი წელი არჩევნები აღარ იქნება ქვეყანაში. მთელი ეს საბოტაჟი ამ თვეების განმავლობაში რა პირობებშიც ჩვენ გვიწევდა მუშაობა, მუდმივი საბოტაჟის პირობებში ჩვენ შევძელით 12%-იანი ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდის მიღწევა. ვაქცინაციაზე იყო საუბარი, მინდა ვთქვა, რომ მილიონი მოქალაქე ჩვენ ავცერით, შევძელით, დავარწმუნეთ, ორი მილიონი აცრა არის გაკეთებული. რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო მეტი ადამიანი, ჩვენი მოქალაქე აიცრას, ეკონომიკას მივხედოთ, პროექტები განვახორციელოთ, რეალურად ჩვენი ქვეყნის გაერთიანებაზე ვიზრუნოთ, ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საფიქრალი“, – განაცხადა პრემიერმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა