თეგებით ძიება

"მე არ ვყოფილვარ, არ ვარ და არ ვიქნები "ნაცმოძრაობის" ამომრჩეველი, მაგრამ ხმას მივცემ ნიკა მელიას" - გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ის თბილისის მერობის არჩევნებზე, ხმას ოპოზიციის საერთო კანდიდატს, "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელიას მისცემს, თუმცა აქვე განმარტავს, რომ ის არ არის და არც იქნება ენმ-ის ამომრჩეველი.

"მე არ ვყოფილვარ, არ ვარ და არ ვიქნები ნაც. მოძრაობის ამომრჩეველი.
უფრო მეტიც, ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი მათი ხელისუფლების ჯერ კრიტიკას, შემდგომ კი დაპირისპირებას მივუძღვენი ღარიბაშვილის, კობახიძის და ქართული ოცნების სხვა დღევანდელი ლიდერებისგან განსხვავებით.

ამასთანავე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე და ამ ქალაქის მკვიდრი, ხმას მივცემ ნიკა მელიას და მიმაჩნია, რომ ამ სახელმწიფოს განვითარებისთვის ეს არის სწორი გადაწყვეტილება და აი, რატომ:

ნიკა მელია აუცილებლად ეცდება იყოს ეფექტური, შეებრძოლება კორუფციას და ამოძირკვავს პარტიულ, თუ სანათესავო ნეპოტიზმს ორი მიზეზით - ერთი, რომ დაინტერესებული იქნება შექმნას წარმატებული ლოკალური მოდელი სისტემურ ჭაობში სამომავლოდ და მეორე, სურვილის შემთხვევაშიც კი ვერ შეძლებს ამას, რადგან ქართული ოცნების მართლმსაჯულება და ძალივანი სისტემა დამოკლეს მახვილივით იქნება მის თავზე აღმართული.

მოკლედ, სახელმწიფოებრივად გაჩნდება ძალაუფლების უზურპაციის გარღვევის პრეცედენტი, ჩემს ქალაქს უკეთესობა დაეტყობა და ეს ყველაფერი მოხდება ნაცების ხელისუფლებაში მოსვლის გარეშე.

სულ ეს არის...", - წერს გია ხუხაშვილი ფეისბუქზე.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური 2 ოქტომბერს გაიმართა. შედეგებით 20 ქალაქში, მათ შორის თბილისში არჩევნების მეორე ტური უნდა ჩატარდეს. არჩევნებსი მეორე ტურები 30 ოქტომბერს გაიმართება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა