თეგებით ძიება

კონტრაბანდას ვებრძვით, ამ დროს სააკაშვილი შემოიპარა კონტრაბანდის გზით - პრემიერი

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონტრაბანდის გზით შემოიპარა საქართველოში, მაშინ როდესაც "ქართული ოცნების" ხელისუფლება კონტრაბანდას ებრძვის.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, იმ ქვეყანაში შემოპარვა, რომლის პრეზიდენტი სააკაშვილი 9 წლის განმავლობაში იყო, ექსპრეზიდენტის მხრიდან სამარცხვინოა.

"კაცი, რომელიც გამოდიოდა, თითქოს ჩამოვიდა შეწირული, თითქოს, თავისი ჭკუით და გადმოცემით თავდადების მაგალითი დააფიქსირა, შემოვიდა მალულად, ქურდულად შემოიპარა, კონტრაბანდის გზით. ჩვენ კონტრაბანდას ვებრძვით და ამ დროს კაცი, რომელიც იყო ქვეყნის პრეზიდენტი, შემოვიდა ასე მალულად. ამაზე მეტად სამარცხვინო საქციელი რა შეიძლება ჩაიდინოს კაცმა, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტი იყო 9 წელი?

ეს ერთი და მეორე ის, რომ ეს არის ღიად დეკლარირებული ახალი კანონდარღვევა, საზღვრის უკანონო კვეთა, რაზეც, მოგეხსენებათ, პროკურატურამ ახალი ბრალი წაუყენა. ეს, რა თქმა უნდა, პროკურატურის პრეროგატივაა, მაგრამ მე მაგალითისთვის შევახსენებ, მათ შორის თქვენს რამდენიმე ევროპარლამენტარს". - განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. მიხეილ სააკავილი დაკავების დღიდან შიმშილობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა