თეგებით ძიება

ვინ შევა თბილისის კოალიციურ მთავრობაში? - იხილეთ სრული სია

თბილისის მერობის საერთო ოპოზიციურმა კანდიდატმა, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ დედაქალაქის კოალიციური გუნდი წარადგინა:

თვითმმართველობის არჩევნებში ნიკა მელიას გამარჯვების შემთხვევაში, დედაქალაქის მთავრობაში პოსტებს დაიკავებენ:

ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური - სოფო ჯაფარიძე;
კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური - მედეა მეტრეველი;
ანტიკორუფციული სამსახური - გიორგი ნონიაშვილი;
შესყიდვების სამსახური - მამუკა აჩბა;
მუნიციპალური ინსპექცია - დიმიტრი ბიძინაშვილი;
იურიდიული სამსახური - გიგა ლემონჯავა;
მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - დავით ლაგვილავა;
ტრანსპორტის სააგენტო - ვასო ურუშაძე;
თბილისის განვითარების ფონდი - ნიკა ვაჩეიშვილი;
თბილსერვის-ჯგუფი - ბესო გაზდელიანი;
გლდანის გამგებელი - თენგიზ გიორგაძე;
ნაძალადევის გამგებელი - ლერი დემეტრაშვილი;
დიდუბის გამგეობა - დავით ნაფეტვარიძე;
ჩუღურეთის გამგეობა - კახა ჟღენტი;
ვაკის გამგეობა - საბა ბუაძე;
საბურთალოს გამგეობა - ოთარ თავართქილაძე;
ისნის გამგეობა - ლანა გალდავა;
სამგორის გამგეობა - გულიკო ზუმბაძე;
კრწანისის გამგეობა - რომეო ფარულავა;
მთაწმინდის გამგეობა - თამაზ დათუნაშვილი;
არქიტექტურის სამსახური - ანა ბიბილაშვილი.

თბილისსა და კიდევ 19 ქალაქში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა