თეგებით ძიება

"ჩემი ტყვეობიდან დახსნის გზა არჩევნებში აქტიურ მონაწილეობაზე გადის" - სააკაშვილი თბილისის კოალიციურ მთავრობას მხარს უჭერს

საპყრობილეში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ოპოზიციის საერთო კანდიდატის, "ნაც მოძრაობის" თავმჯდომარის", ნიკა მელიას მიერ წარდგენილ თბილისის კოალიციურ მთავრობას მხარს უჭერს.

როგორც სააკაშვილი ფეისბუქზე გავრცელებულ ინფორმაციაში წერს, მისი ტყვეობიდან დახსნის გზა არჩევნებში აქტიურ მონაწილეობაზე გადის.

"მე მთლიანად მხარს ვუჭერ ჩვენი თბილისის მთავრობის მრავალფეროვნებას და კოალიციურ მმართველობას დედაქალაქში. ახლა როგორც არასდროს, ჩვენ გვჭირდება საზოგადოების გაერთიანება, ფართო საზოგადოებრივი გაერთიანება საერთო იდეის გარშემო. შეიცვალოს ოცნების რეჟიმი მრავალპარტიული და მრავალფეროვანი და ეფექტური მმართველობით, ნიკა მელიას ხელმძღვანელობით.

ამისათვის უმნიშვნელოვანესია ყველამ ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელი, პოლიტიკურმა პარტიებმაც და მოქალაქეებმაც და არჩევნებში დავამარცხოთ ქართული ოცნების რეჟიმი და დავიცვათ არჩევნების შედეგი. მივესალმები ხალხზე ორიენტირებული პოზიტიური დღის წესრიგის მთავარ ოპოზიციურ გზავნილად ქცევას. მივესალმები ამ გზავნილების კიდევ უფრო გაძლიერებას. ყველა ჩვენს გულშემატკივარს შევახსენებ, რომ ჩემი ტყვეობიდან დახსნის გზა სწორედ 30 ოქტომბერს, მეორე ტურში, არჩევნებში აქტიურ მონაწილეობაზე და რეჟიმისთვის ხმების გაყალბების შესაძლებლობის არმიცემაზე გადის.

ჰაერში ტრიალებს გამარჯვების და ცვლილებების სუნი და ეს შანსი ჩვენ ხელიდან არ უნდა გავუშვათ ", - წერს მიხეილ სააკაშვილი ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.

თბილისის მერობის საერთო ოპოზიციურმა კანდიდატმა, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ დედაქალაქის კოალიციური გუნდი წარადგინა.




თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა