თეგებით ძიება

სააკაშვილის საქმე – გიორგი გაბედავა სუს-ში დაიბარეს

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სუს-მა გამოკითხვაზე ქართული მარშის ერთ-ერთი წევრი, გიორგი გაბედავა დაიბარეს. ჯერჯერობით უცნობია რა კითხვები აქვთ მასთან გამომძიებლებს. გაბედავამ, რამდენიმე დღის წინ ვიდეო გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში და დაწერა, რომ მას დაუკავშირდნენ და მოუყვნენ სააკაშვილის რეჟიმის ჯალათების შესახებ. გიორგი გაბედა აღნიშნავდა, რომ ვერ გაამხელს რესპოდენტის ვინაობას.

“ტელეფონზე დამიკავშირდნენ. მითხრეს, რომ დღეს აუცილებლად სურდათ ჩემთან გასაუბრება და გამოკითხვა. როგორც მივხვდი ნაცმოძრაობასთან და სააკაშვილთან არის კავშირში, იმიტომ, რომ ყველამ იცის ჩემი დაპირისპირება მათთან, მათი პოლიტიკური პატიმარი ვიყავი, ბევრი ინფორმაციები გავასაჯაროე საზოგადოებაში. მე ვფიქრობ, რომ შეიძლება ეს იყოს მიზეზი”, – თქვა გაბედავამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა