თეგებით ძიება

სააკაშვილმა ციხის თანამშრომლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა - იუსტიციის მინისტრი

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანისას, ციხის თანამშრომლებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

მინისტრის განმარტებით, შემთხვევის შესწავლა გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო.

"როდესაც მიხეილ სააკაშვილი იყო შესახლებული ამ ახალ დაწესებულებაში, N18 დაწესებულებაში, მან სამწუხაროდ, მიაყენა როგორც ფიზიკური, ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფა ჩვენს თანამშრომლებს. ეს არიან ის თანამშრომლები, რომელიც 24 საათის განმავლობაში ზრუნავენ ამ ქვეყნის უსაფრთხოებაზე და ჩვენ ვერავის მივცემთ ამ თანამშრომლებზე შეურაცხყოფის მიყენების უფლებას. რა თქმა უნდა, იქნება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება, ჩვენ ვსწავლობთ ამ საკითხს", - განაცხადა ბრეგაძემ.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ეს ღონისძიება, მესამე პრეზიდენტის ნების წინააღმდეგ განხორციელდა.

მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის დაკავების დღიდან შიმშილობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა