თეგებით ძიება

სუს-ის დავალებით სააკაშვილს აგინებდნენ - ნანუკა ჟორჟოლიანის პროტესტი გლდანის ციხესთან

პროტესტი გლდანის ციხესთან- სასჯელაღსრულების მე 18-ე დაწესებულების ბინადარი პატიმრების მიხეილ სააკაშვილის მისამართით წარმოებული შეურაცხყოფის საპასუხოდ ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა გლდანის ციხესთან საქართველოს ჰიმნი ჩართო.

"შეწყვიტეთ, თქვენ კანონს არღვევთ, ნუ მაიძულებთ, გამოვიძახო პატრული და აპარატურა ავაღებინო! - მიმართა ნანუკა ჟორჟოლიანს ციხის დაცვის თანამშრომელმა, რომელმაც ჟურნალისტებთან საკუთარი ვინაობა არ გაამხილა.

საპასუხოდ ნანუკა ჟორჯოლაინმა დაცვის თანამშრომელს მოუწოდა, შეეჩერებიბა პატიმრების აგრესია.

თურმე მე ვარღვევ კანონს, როცა საქართველოს ჰიმნს ვაჟღერებ, ნებისმიერ ადგილას შეიძლება ჩვენი ქვეყნის ჰიმნის გაღერება, საქართველოს ჰიმნს აჩერებენ ამ ქვეყანაში, მაგრამ პატიმრებს გინებას არ უკრძალავენ. ეს პატიმრები საქართველოს ჰიმნსაც აგინებენ, აი ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ დღეს. დღეს ეს ჩემი საპროტესტო აქცია იყო პასუხი ყველა იმ პატიმარს, ვინც გაბედა და სუს-ის დავალებით საქართველოს მესამე პრეზიდენტს აგინა. იმათ კი არ აჩერებენ, მაგრამ ამ ქვეყანაში ჰიმნს აჩერებენ.

ივანიშვილს მოსვენება არ ექნება. ისეთ ჯოჯოხეთში გაყო თავი, საკუთარი თავი დაიწყევლა მიხეილ სააკაშვილის აქ გადმოყვანით. - აცხადებს ნანუკა ჟორჟოლიანი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა