თეგებით ძიება

“ეს ხელისუფლება დაემხობა” – ნინო ბურჯანაძე

პოლიტიკოსი, ნინო ბურჯანაძე, “მთავარ არხთან” ამბობს საქართველოს მთავრობას აკრიტიკებს.

“მწუხარებით შემიძლია განვაცხადო, ჩვენ ქვეყანა არა ვართ. ეს პაპუასების ხელისუფლებაც კი არ არის, პაპუასებიც კი, როცა ბელადის დასჯას გადაწყვეტდნენ, რიტუალს ასრულებდნენ და იმ რიტუალებს ასრულებდნენ, რომელიც ეკუთვნოდა ბელადს და არა ტომის რიგით წევრს. ციხებზე და იმ არარაობებზე, ვინც იქედან ყვიროდა არაფერის ვიტყვი – ყველანაირი წესი დაარღვიეს, არამარტო მორალური, ქურდული წესიც დაარღვიეს – პოლიტიკურ პირებს ქურდები არ ეკარებიან, ასე არ ექცევიან, რა კატეგორიის პირები სხედან იქ, არ ვიცი.

ხელისუფლებამ გაიტაცა ქვეყნის პირველი პირი. თუ არ შიმშილობდა, რატომ გადაგყავს? ეს იყო დმეონსტრირება, რომ ვითომ მას არ შეეშინდა იმ ათეულობით ათასი ადამიანისა ვინც გამოვიდა და მათ ცხვირწინ გადაიყვანა თავხედურად. მიხეილ სააკაშვილი სიზმარშიც კი არ დაუშვებდა იმას, რომ ციხეში აღმოჩნდებოდა. მეგობრებო, თქვენ რომ აღმოჩნდებით ციხეში, ცუდი პრეცედენტი გექნებათ შექმნილი. ნურავინ დამიწყებს შეჯიბრს, ვინ არის მიშაზე გაბრაზებული, ვინ არა, აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ფეხქვეშ გაითელა პრეზიდენტის ინსტიტუტი. პინოჩეტი გაუშვეს სამკურნალოდ. არსებობს წესი, რომ არ უნდა იყოს სააკაშვილი ივანიშვილის, ან ვინმეს პირადი პატიმარი. არ შეიძლება იყოს გადაყვანილი გლდანის საავადმყოფოში, არ შეიძლება ასე მოექცე განსაცდელში და პატიმრობაში მყოფ ადამიანს. ყველაფერი რაც გააკეთა არ შეიძლება, ამაზრზენია, უპრეცედენტოა.

ეს ხელისუფლება დაემხობა, ჩვენ კი არ დავამხობთ, დაემხობა და აქეთ ვეხვეწებით ოპოზიცია ნუ დაიმხობთ თავს მაინც და მაინცო, ჩაატარეთ ვადამდელი არჩევნები.”


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა