თეგებით ძიება

მთავრობას მოვუწოდებთ, უზრუნველყონ, რომ მიხეილ სააკაშვილმა მიიღოს საჭირო სამედიცინო დახმარება სრულად აღჭურვილ დაწესებულებაში - კელი დეგნანი

აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი მთავრობას მოუწოდებს, რომ უზრუნველყონ, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიიღოს საჭირო სამედიცინო დახმარება სრულად აღჭურვილ დაწესებულებაში.


ელჩის განმარტებით, შეერთებული შტატები ყურადღებით აკვირდება მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებას და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას.

"როგორც სამედიცინო კონსილიუმმა შეაფასა, მას გადაუდებელი მკურნალობა სჭირდება. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მე-18 სამედიცინო დაწესებულებაში არ არის შესაბამისი და საკმარისი პირობები, რომ მას საჭირო დახმარება გაეწიოს, ამიტომ მთავრობას მოვუწოდებთ, უზრუნველყონ, რომ მიიღოს საჭირო სამედიცინო დახმარება სრულად აღჭურვილ დაწესებულებაში. ასევე, მოვუწოდებთ სააკაშვილს, მიიღოს ექიმების რეკომენდაციები და დაემორჩილოს რეკომენდაციებს. მას უნდა მოეპყრან სამართლიანად და ღირსებით, რადგან ყველგან ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგელბობა, რომ იზრუნოს პატიმრების მდგომარეობაზე და მათ დაცვაზე რაიმე სახის ძალადობისგან", - აცხადებს კელი დეგნანი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაპატიმრების დღიდან მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს. 8 ნოემბერს, ექსპრეზიდენტის ნების საწინააღმდეგოდ, ის გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა