თეგებით ძიება

"ლელო" ელენე ხოშტარიას შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით, პროკურატურას გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს - სპეციალური განცხადება

"ლელო" "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად მოძრაობა "დროას" ლიდერის მოწამვლა იგეგმებოდა და საქართველოს გენერალურ პროკურორს გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს.

"ელენე ხოშტარიას მოწამვლის სავარაუდო "სცენართან" დაკავშირებით "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადების აბსურდულობის მიუხედავად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, შესაბამისი უწყებები ვალდებულნი არიან დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება.

მივმართავთ საქართველოს გენერალურ პროკურორს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმპერატიულ მოთხოვნათა შესაბამისად დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩაითვლება, რომ ეს ყველაფერი არის მორიგი მძიმე პოლიტიკური სპეკულაცია და მმართველი პარტიის მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებაში კიდევ უფრო მეტი შფოთის და დაძაბულობის შემოიტანა.

ასევე, პროკურატურის მხრიდან გამოძიების არდაწყების შემთხვევაში, ეს იქნება კიდევ ერთი პირდაპირი აღიარება იმისა, რომ ის ემსახურება მმართველი პარტიის პოლიტიკურ ინტერესებს", - აღნიშნულია "ლელოს" განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ"ქარული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ მოძრაობა "დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას მოწამვლა იგეგმებოდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა