თეგებით ძიება

ნიკა მელია - არანაკლებ მძიმეა ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა, ვიდრე მიხეილ სააკაშვილისა

არანაკლებ მძიმეა ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა, ვიდრე მიხეილ სააკაშვილისა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, ნიკა მელიამ პარლამენტთან გამართულ აქციაზე განაცხადა.

"დასაკარგი არ გვაქვს არცერთი საათი. ნომერ პირველი მიზანია მიშას გადაყვანა სამოქალაქო დაწესებულებაში. რითიც ელენე ხოშტარიას მძიმე მდგომარეობას უკვე პასუხი გაეცემა და ელენეც შეწყვეტს შიმშილობას.

მისი მდგომარეობა არ არის მარტივი, არანაკლებ მძიმე არის ელენე ხოშტარიას მდგომარეობა ახლა, ვიდრე მიხეილ სააკაშვილისა, თუ არა პირიქით, უარესი. ამიტომ, არანაირი დაღლა. ყოველდღე დილიდან ჩვენ კონკრეტული გეგმა გვექნება, ყოველი დღის ბოლოს მეორე დილის გეგმებს შეგატყობინებთ, რამდენიმე წერტილი იქნება, მაგრამ ყოველთვის იქნება ერთი წერტილი, რომელსაც არ შეგატყობინებთ და იმტვრიონ თავი ქართული ოცნების სპეცსამსახურებმა", - განაცხადა მელიამ.

ოპოზიცია აქციებზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის სამოქალაქო პროფილის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას და და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას ითხოვს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაპატიმრების დღიდან მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს. 8 ნოემბერს, ექსპრეზიდენტის ნების საწინააღმდეგოდ, ის გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

მოძრაობა "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია მე-7 დღეა შიმშილობს. ისიც სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს. ხოშტარია რამდენჯერმე გახდა შეუძლოდ და მას ექიმების დახმარებაც დასჭირდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა