თეგებით ძიება

"კრიტიკას ვიღებ და ბოდიშს ვიხდი" - გიგი უგულავა

პოლიტიკოსი გიგი უგულავა მის მიერ აქციაზე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განმარტებას აკეთებს და საზოგადოებას ბოდიშს უხდის.

"ჩემმა დღევანდელ მიტინგზე ნათქვამმა სიტყვებმა გულისწყრომა გამოიწვია - მათ შორის, ჩემთვის საპატივცემულო ხალხის.

კრიტიკას ვიღებ და ბოდიშს ვიხდი. დეტალებში არ შევალ. სჯობს ეს საკითხი არ განვიხილოთ და მოჭრილად ვთქვათ - რომ ბავშვებს გავეშვათ

პირიქით, ყველა ბავშვი უნდა დავიცვათ ღვარძლისა და სიძულვილისგან, რომელიც დღეს ქვეყანაში ტრიალებს და თანამედროვე ინფორმაციული სამყაროს თავისებურებების გამო, მათი ცხოვრების ნაწილი ხდება," - წერს გიგი უგულავა.

ცნობისთვის, გიგი უგულავამ გოგა ორდენიძის შვილს მიმართა, "შენც და შენმა კლასელებმაც უნდა იცოდეთ მამა გყავს ჯალათიო". ორდენიძე ციხის თანამშრომელია, რომელმაც სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა