თეგებით ძიება

თბილისში 4 აქცია ერთდროულად მიმდინარეობს

თბილისში, ერთდროულად 4 ლოკაციაზე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, ჯანდაცვის სამინისტროსთან, იუსტიციის სამინისტროსთან და მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო მულტრიპროფილურ კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ.

ხმაურია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინ მიმდინარე აქციაზე. დაკავებულია რამდენიმე პირი. სამართალდამცველები ამბობენ, რომ მათი დაკავების მიზეზი სახელმწიფო შენობის ბლოკირების მცდელობაა.

დაკავებულები პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა