თეგებით ძიება

ჯანდაცვის სამინისტროსთან მიმდინარე აქციაზე 2 პირი დააკავეს

ხმაურია ამ წუთებში ჯანდაცვის სამინისტროსთან სადაც „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი აქტივისტების აქცია მიმდინარეობს, სადაც პოლიციამ მინიმუმ ორი ადამიანი დააკავა.

მომხდარს ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. ერთ-ერთი დაკავცებული მამუკა გუგეშაშვილია.

ოპოზიციის თქმით, პოლიცია აგრესიულია და დირექტივა აქვთ, რომ აქციის მონაწილეები დააკავონ.

სამართალდამცავების სრული მობილიზება თბილისში - მასშტაბური პროტესტის ერთ-ერთი ლოკაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურია. სუს-ის შენობასთან მოულოდნელად დაკავებების სერია დაიწყო. დაკავებულია 5 აქტივისტი მათ შორის, ნიკა ფარულავა, რომეო ფარულავა და ზვიად კუპრავა. პოლიციელებმა ენმ-ს წევრის, ზაალ უდუმაშვილის დაკავებაც სცადეს, თუმცა მას დეპუტატის მანდატი იცავს. უდუმაშვილის თქმით, ისინი ხალხს ელოდებოდნენ, როცა პოლიციელებმა ადგილზე მოულოდნელად დაკავებები დაიწყეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა