თეგებით ძიება

"მინდა მოვესწრო, პუტინსაც რომ მის აშენებულ ციხეში ჩასვამენ" - როგორ ეხმაურებიან რუსები სააკაშვილის თემას?

გამოცემა news.mail.ru საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ი­წყო მა­სობ­რი­ვი აქ­ცი­ე­ბი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­თხოვ­ნით, "ორ­შა­ბათს ის ეზი­ა­რა... უფრო ადრე კი, მის­მა მომ­ხრე­ებ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას 48 სა­ა­თი­ა­ნი ულ­ტი­მა­ტუ­მი მის­ცეს, იმი­სათ­ვის, რომ მათი ლი­დე­რი მრა­ვალ­ფუნ­ქცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­ეყ­ვა­ნათ. თუმ­ცა, ვე­რა­ვი­თა­რი პა­სუ­ხი ვერ მი­ი­ღეს და ამის შემ­დეგ მას­შტა­ბუ­რი მოძ­რა­ო­ბა და­ი­წყეს, ყვე­ლა­ზე რა­დი­კა­ლუ­რი ფორ­მე­ბით..." - წერს გა­მო­ცე­მა.

"რაც ექ­სპრე­ზი­დენ­ტი გლ­და­ნის სი­ცხე­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა მკვეთ­რად გა­უ­ა­რეს­და.
ექი­მე­ბის კონ­სი­ლი­უ­მი სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ქა­ლა­ქო სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ას ემ­ხრო­ბა, იგი­ვეს აცხა­დებს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი ნინო ლომ­ჯა­რია, მაგ­რამ მთავ­რო­ბა მათ მი­თი­თე­ბებს არ ით­ვა­ლის­წი­ნებს..." - ამის შესახებ წერს გამოცემა dw.com.

"აფე­რის­ტი და სი­მუ­ლი­ან­ტი - რა­ტომ არ ელო­დე­ბი­ან "მო­შიმ­ში­ლე" სა­ა­კაშ­ვილს არ­სად" - ამ სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს სტა­ტი­ას კი­დევ ერთი გა­მო­ცე­მა ria.ru.

"ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მომ­ხრე­ე­ბი კი ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ ეს ექ­სპრე­ზი­დენ­ტის ახა­ლი ტრი­უ­კია, ვი­ნა­ი­დან რე­ვო­ლუ­ცი­ის მო­წყო­ბა სურს... სამ­წუ­თი­ან ვი­დე­ორ­გოლ­ში ჩანს, თუ რო­გორ იღებს რა­ღაც ფა­ფებს ექ­სპრე­ზი­დენ­ტი სა­მე­დი­ცი­ნო კა­ბი­ნეტ­ში. იმავდრო­უ­ლად ორი მე­დი­კო­სი თა­ვის საქ­მეს აკე­თებს, პა­ტი­მარს მა­გი­და­ზე მომცრო ზო­მის ქი­ლე­ბი უდ­გას. სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი მას კი­დევ რა­ღაც სი­თხეს უს­ხამს ჭი­ქა­ში. კი­დევ ერთ ვი­დე­ო­ში, სა­ა­კაშ­ვი­ლი რა­ღაც სა­ბუ­თებს ათ­ვა­ლი­ე­რებს და მომცრო ჭი­ქი­დან სი­თხეს სვამს... თუმ­ცა, ამ ვი­დე­ოს გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ, ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა გა­ნა­ცხა­და, რომ სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბის თა­ვი­დან ასა­რი­დებ­ლად, მშრალ შიმ­ში­ლო­ბა­ზე გა­და­ვი­დო­და.

სა­ა­კაშ­ვი­ლის დაბ­რუ­ნე­ბამ არ­ჩევ­ნებ­ში მის პარ­ტი­ას ვერ უშ­ვე­ლა. ერ­თა­დერ­თი, რა­საც მან მი­აღ­წია, ხმა­თა რა­ო­დე­ნო­ბა 49,9 %-მდე აე­წი­ათ, მაგ­რამ ყვე­ლა დიდ ქა­ლაქ­ში - თბი­ლის­ში, ბა­თუმ­ში, ქუ­თა­ის­ში, ზუგ­დიდ­სა და ფოთ­ში, მე­ო­რე ტურ­ში მმარ­თველ­მა პარ­ტი­ამ გა­ი­მარ­ჯვა. არა­და, სა­ა­კაშ­ვი­ლი ყვე­ლას მი­მარ­თავ­და - ყო­ვე­ლი მათ­გა­ნი, რო­მე­ლიც სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო პარ­ტი­ას აძ­ლევ­და ხმას, მის სიკ­ვდილს უჭერ­და მხარს. თუმ­ცა, მა­ინც არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა...

სა­ა­კაშ­ვი­ლი იმე­დოვ­ნებ­და, რომ მისი უკ­რა­ი­ნა­ში ექ­სტრა­დი­რე­ბა მოხ­დე­ბო­და, მაგ­რამ რო­გორც ჩანს, ამის ლო­დი­ნი არ ღირს. თბი­ლის­ში გა­ნა­ცხა­დეს, რომ კი­ევ­ში ის არა­ფერ­ში სჭირ­დე­ბათ - თა­ვი­ან­თი პრობ­ლე­მე­ბიც თავ­ზე საყ­რე­ლი აქვთ..." - წერს გა­მო­ცე­მა.

სააკაშვილის გარ­შე­მო გან­ვი­თა­რე­ბულ პრო­ცე­სებს ეხ­მა­უ­რე­ბი­ან რუსი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბიც, რომლებიც წერენ, რომ მმარ­თვე­ლი გუნ­დი, ექ­სპრე­ზი­დენტს და­უმ­სა­ხუ­რებ­ლად სას­ტი­კად ექ­ცე­ვა.

"ვი­ცით, რომ შეც­დო­მე­ბი ჰქონ­და, თუ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის ის­ტო­რი­ას წა­ვი­კი­თხავთ, ყვე­ლა ლი­დერს ჰქონ­და გა­დაც­დო­მე­ბი, ამე­რი­კა­საც კი, მაგ­რამ ამის გამო, არ მახ­სენ­დე­ბა რო­მე­ლი­მე პრე­ზი­დენტს ასე მოქ­ცე­უ­ლიყ­ვნენ, სხვა თუ არა­ფე­რი, ამ კაც­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ხელ­მწი­ფო შექ­მნა. რე­ფორ­მე­ბი გა­ა­ტა­რა. ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა უფრო სო­ლი­დუ­რი მე­გო­ნა, ვუ­ყუ­რებ ამ ყვე­ლა­ფერს და ასე მგო­ნია, რომ პი­რა­დი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მოქ­მე­დე­ბენ ვი­ღა­ცე­ბი" - წერს იგორ ბელ­ზი­ცე­ვი.

"მგო­ნი, ვი­ღა­ცებს ამე­რი­კა სძულთ და იმი­ტო­მაც ექ­ცე­ვი­ან ასე სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენტს. ძა­ლი­ან მინ­და იმ დღეს მო­ვეს­წრო, რო­დე­საც პუ­ტინს, მის მიერ აშე­ნე­ბულ და მო­წყო­ბილ ყვე­ლა­ზე თა­ნა­მედ­რო­ვე ცი­ხე­ში ჩას­ვა­მენ, მაგ­რამ ვერ მო­ვეს­წრე­ბი, მერე რა რომ 22 წლის ვარ, რომ და­ვი­ბა­დე უკვე პრე­ზი­დენ­ტი იყო და ჩემი შვი­ლე­ბის პრე­ზი­დენ­ტიც ის იქ­ნე­ბა... აქ ბევ­რი წერს, ის, რაც ახლა სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტის თავს ხდე­ბა, ბევ­რის­თვის მა­გა­ლი­თი უნდა იყო­სო, რად­გან ამ ქვეყ­ნად მა­რა­დი­უ­ლი არა­ფე­რია, მაგ­რამ ეს რუ­სეთს არ ეხე­ბა. პუ­ტი­ნის რე­ჟი­მი მა­რა­დი­უ­ლია" - მი­აჩ­ნია ალექ­სეი მა­ლი­ნინს.

"ვინ­მეს წარ­მო­უდ­გე­ნია ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ გვა­ნა­ხოს რა ხდე­ბა ნა­ვალ­ნის თავს, მე არა. ამა­შია გან­სხვა­ვე­ბა ჩვენ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის. ჰოდა, წინ სა­ქარ­თვე­ლო, ექ­სპრე­ზი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამე­ტებს, მაგ­რამ ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის აქ­ტი­უ­რო­ბა რომ არა, უა­რესს იზამ­და. ასეთ­მა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბამ ბევ­რი ან­ტი­მი­შის­ტიც მის მი­მართ სო­ლი­და­რუ­ლი გა­ხა­და, რაც ძალ­ზე პა­ტივ­სა­ცე­მია", - წერს ოლია უსი­ენ­კო.

წყარო - ambebi.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა