თეგებით ძიება

"პროცესს თუ არ დაასწრებენ, თუ პირდაპირ მოკლავენ ეს სხვა ისტორიაა" - გიული ალასანია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედას, გიული ალასანიას სურს, რომ მისი შვილი დღევანდელ სასამართლო პროცესს დაესწროს.

მისი თქმით, ამ შემთხვევაში ყველა კითხვას გაეცემა პასუხი.

„ჩემთვის მთავარია, რომ სასამართლო პროცესზე ჩემი შვილი იყოს. თუ იქნება პროცესზე ჩემი შვილი დარწმუნებული ვარ ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. თუ არ გამოაჩენენ, პროცესს თუ არ დაასწრებენ, თუ პირდაპირ მოკლავენ ეს სხვა ისტორიაა. თუ სასამართლო იქნება, იქ უნდა იყოს ვინც არის ბრალდებული“, - განაცხადა გიული ალასანიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

ცნობისთვის, 7 ნოემბრის საქმეზე დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა