თეგებით ძიება

"არ გავიკეთებ არც ერთ გადასხმას, რომელიც გააუმჯობესებს ჩემს მდგომარეობას" - ელენე ხოშტარია

"დროას" ლიდერის ელენე ხოშტარიას თქმით, ის მიიღებს მხოლოდ იმ სახის გადასხმას, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ თავიდან აირიდოს ლეტალური შედეგი ან გონების დაკარგვა.

მისივე თქმით, "ანალიზებით რამდენიმე მაჩვენებელი საშიში იყო".

„თავს ვგრძნობ კარგად. ექიმების რჩევით მივედი გადაწყვეტილებამდე, რომ მივიღებ სამედიცინო ჩარევას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასიცოცხლო პარამეტრებს შეექმნება საფრთხე. ანალიზებმა აჩვენა, რომ რამდენიმე მაჩვენებელი იყო იმდენად საშიში, რომ საჭირო იყო გადასხმა, მე გუშინ მივიღე პირველი გადასხმა, ოღონდ ხაზგასმით ვამბობ, არ გავიკეთებ არც ერთ გადასხმას, რომელიც გააუმჯობესებს ჩემს მდგომარეობას, გავიკეთებ მხოლოდ იმ გადასხმას, რომელიც აგვარიდებს ან ლეტალური შედეგის დადგომას ან გონების დაკარგვას. ჩემი შიმშილობის რეჟიმი იქნება იმგვარი, რომ ბოლომდე შევძლო შიმშილობა და გავაგრძელო ამ სახით პროტესტი,“ - განაცხადა ხოშტარიამ.

ხოშტარია ამბობს, რომ უმრავლესობის დეპუტატების, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარის მადლობელია, თუმცა აღნიშნავს, რომ მათი მხრიდან მისი მონახულება მოკითხვას არ გასცდენია და დასძენს, რომ ვინც წუხს, მათ პრობლემის გადაჭრის კონსტიტუციური ინსტრუმენტი აქვს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა