თეგებით ძიება

მსჯავრდებული დეკანოზი გლდანის ციხიდან კლინიკაში გადაიყვანეს

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი, გიორგი მამალაძე გლდანის ციხიდან"ვივამედის" კლინიკაში გადაიყვანეს .

უცნობია, რა გახდა მსჯავრდებულის სამედიცინო კლინიკაში გადაყვანის მიზეზი.

მისი ეტაპირება გუშინ ღამე განხორციელდა.

ყოფილ დეკანოზ მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის 5 სექტემბერს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ გიორგი მამალაძე პატრიარქ ილია მეორის მდივან–რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში სცნო დამნაშავედ. გიორგი მამალაძე ბრალს არ აღიარებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა