თეგებით ძიება
25. 11. 2021 COVID - 19

"ეს რიცხვები, ეს დინამიკა რომ საქართველოს ჰქონდეს, გაგვიხვრეტდნენ ყურებს, რა წარმატებულნი ვართო" - რას წერს იაგო ფრანგიშვილი

გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი, იაგო ფრანგიშვილი გერმანიის კოვიდსტატისტიკაზე სოციალურ ქსელში წერს:

"გერმანია
85 მილიონამდე ადამიანი
დღის ჰოსპიტალიზაცია 100.000 მოსახლეზე დღეის მონაცემით 5,79 ანუ
1 მილიონ გერმანიაში მცხოვრებზე 57,9
10 მილიონზე 579 ჰოსპიტალიზაცია
იგივე მაჩვენებელი 25 ნოემბერი 2020
100.000 ზე 9,98
1 მილიონზე 99,8, 10 მილიონზე 998
მაქსიმუმი გახლდათ 2020 წლის 24 დეკემბერს,
როცა 10 მილიონ მოსახლეზე დღის ჰოსპიტალიზაცია გახლდათ 1556
ეს რიცხვები, ეს დინამიკა რომ საქართველოს ჰქონდეს, გაგვიხვრეტდნენ ყურებს, რა წარმატებულნი ვართო.
გერმანია კი საკუთარ თავს ამუნათებს, ვიღუპებითო.

70%იანმა აცრის ქვოტამ და თითქმისდა 5 მილიონამდე გადატანილმა ინფექციამ გამოიწვია ეს 300% ით საავადმყოფოში მოხვედრის შემცირების ეფექტი.

ის 5,5 მილიონი ადამიანი, რომელიც იყო ინფიცირებული, მართული იქნა უმეტესწილად საშუალო სამედიცინო პერსონალის მიერ.
ეს ადამიანები ითხოვენ 5%ით ხელფასის მომატებას.

5% ეს სავაჭრო მოთხოვნაა და მინიმუმ ხელფასის 150 ევროთი გაზრდას ითხოვენ.
სასაცილო მოთხოვნაა, მთლად სატირალი რომ არ იყოს გარემოება.

1. გარემოებაა გერმანიის საგადასახადო სისტემით 150 ევროთი ხელფასის მომატება ნიშნავს რეალობაში მაქსიმუმ 80ევროთი მომატებას.
ანუ, გაფიცულებია სახელმწიფო თანადაფინანსების საავადმყოფოების და სამედიცინო დაწესებულებების საშუალო სამედიცინო პერსონალი და ეს ნიშნავს, რომ მომატებული ხელფასის 45% ს უკან წაიღებს მომმატებელი.
ჩახლართული სისტემაა.

2. გარემოებაა ის, რომ, გერმანიაში სამედიცინო პერსონალის ქრონიკული ნაკლებობაა, რის გამოც გერმანიამ გასული აგვისტოდან დღემდე დაკარგა ინტენსიური საწოლების 20% ანუ 41.ათასი ინტენსიური საწოლიდან დარჩა დაახლოებით 32.500 საწოლი, სწორედაც რომ სამედიცინო პერსონალის უქონლობის გამო.

დაიხურა პატარა საავადმყოფოები, რაც პანდემიის დროს სრული კატასტროფაა. პანდემიის დროს უნდა ეცადო, რომ ინფიცირებულთა კონცენტრაცია ერთ ადგილას არ მოხდეს და მოხდა პირიქით, ვითომდა ფულის და რეალობაში კი კორონას გამო სხვა დაავადებათა მკურანლობის შეზღუდვის გამო პერსონალი ჯერ ,,ნაკლებდატვირთვაზე,, და ამით 20% ხელფასის დაკლებაზე გადაიყვანეს და მერე საერთოდ დახურეს ,,არარენტაბელური,, პატარა საავადმყოფოები.

3. გარემობაა ის, რომ პოლიტიკა და ყველა ვითომდა ,,ტირის,, არ გვყავს სამედიცინო პერსონალიო, მერე ტაშს უკრავენ აი რა მაგრაბია და რა გმირებიაო, და საქმე საქმეზე რომ მიდგება, 150 ევროსათვის ქუჩაში არბენინებენ.
ესეც გერმანიაა", - წერს იაგო ფრანგიშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა