თეგებით ძიება

ვინ არის საქართველოში მყოფი ორი „კანონიერი ქურდი“ – რა ვიცით „ბაჩუკის“ და „ჯვარსკის“ შესახებ?

არსებული სისხლის სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე ქურდული სამყაროს წევრობა და „კანონიერი ქურდობა“ დასჯადი ქმედებაა, შესაბამისად ქვეყანაში თავისუფებაზე მყოფი არცერთი „კანონიერი ქურდი“ არ იმყოფება, თუმცა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასჯელს იხდის ორი ცნობილი „კანონიერი ქურდი“ – ბადრი დვალი და რევაზ უბილავა.

51 წლის ბადრი დვალს, კრიმინალურ წრეებში „ბაჩუკი ქუთაისკის“ სახელით იცნობენ. ის სასჯელს რუსთავის N6-ე დაწესებულებაში იხდის.

28 წლის რევაზ უბილავა, იგივე „რეზიკო ჯვარსკი“ 2020 წელს წალენჯიხაში დააკავეს. ის პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთ ყველაზე ახალგაზრდა „კანონიერ ქურდად“ მიიჩნევა, რომელიც თურქეთში 21 წლის ასაკში „მონათლეს“.


წყარო - primetime


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა