მიხეილ სააკაშვილი ციხეში გადაიყვანეს
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. ინფორმაციას მისი ადვოკატები და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ავრცელებენ.
ამასთან, სოციალურ ქსელსა და მედიაში ვრცელდება კადრები, სადაც ასახულია რუსთავის ციხის ტერიტორიაზე პენიტენციური სამსახურის მანქანების შესვლა.
სხვა დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია. ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებია სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს.