გურჯაანში 63 წლის კაცი ყოფილმა სიძემ დაჭრა
კახეთში, გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 63 წლის კაცი დაჭრეს.
გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი საჩეჩელაშვილს ცივი იარაღით სხეულის მრავლობითი დაზიანებები ყოფილმა სიძემ მიაყენა.
დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
სავარაუდო ბრალდებული პოლიციამ უკვე დააკავა.