თეგებით ძიება
17. 02. 2022 სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის ნახევარფინალშია

საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის ნახევარფინალშია.

დოჰაში მიმდინარე ATP სერიის 250-ქულიან ტურნირზე დღეს ქართველმა ჩოგბურთელმა მეოთხედფინალურ შეხვედრაში რეიტინგის 36-ე ნომერი, 30 წლის უნგრელი მარტან ფუჩოვიჩი სამ სეტში 1:6 6:2 7:5 დაამარცხა.

29 წლის ქართველი აღნიშნული ტურნირის მოქმედი ჩემპიონია და შესაბამისად, დოჰაში ტიტულის დასაცავად თამაშობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა