თეგებით ძიება

ხმაური ბათუმში - პოლიციამ ოპოზიციის 6 წევრი დააკავა

ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონთან“ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობის“ წევრებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება იყო. დაპირისპირების დროს ექვსი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სასტუმრო „ჰილტონის“ შენობაში დაცვის თანამშრომლების წინააღმდეგობის მიუხედავად შევიდნენ. ისინი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა ითხოვდნენ, რომელიც სასტუმროში დღეს უმრავლესობის წევრებთან ერთად, პარტიის ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებასთან დაკავშირებით შეხვედრას მართავს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი კირთაძის განცხადებით, ყველა დამნაშავე იქნება დასჯილი, ვინც ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეში ფიგურირებს.

„საქმე თაროზეა შემოდებული. მალე დადგება დრო, როცა ყველა კითხვას პასუხი გაეცემა და დამნაშავეები დაისჯებიან, მათ შორის ირაკლი კობახიძე აგებს პასუხს“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი კირთაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა