უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოითხოვა ჩემი გადაცემა მკურნალობისთვის - მიხეილ სააკაშვილი
მსჯავრდებულმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მის სასამართლო სხდომაზე, სადაც 7 ნოემბრის საქმეზე პროცესი იმართება, სიტყვით ისარგებლა.
"იმათ გასაგონად, რომ თითქოს უკრაინა სააკაშვილს არ ითხოვს, მას შემდეგ გორის ჰოსპიტალში მოხდა ჩემზე თავდასხმა და რომლისგანაც დავზარალდი ბევრად უფრო მეტად, ვიდრე გლდანში რაც მოხდა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოითხოვა უკრაინის ხელისუფლების სახელით ჩემი გადაცემა მკურნალობისთვის უკრაინაში ჰუმანიტარული მიზნებით, იმიტომ რომ საქართველოში პუტინის დავალებით ხორციელდება ინვალიდიზაცია და მკვლელობის დღესავით ნათელი პროცესი," - განაცხადა სააკაშვილმა.