ხმაური და დაპირისპირება საქალაქო სასამართლოს ეზოში
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას საქალაქოს მიმდებარედ გამართულ აქციაზე სამართალდამცველებსა და აქტივისტს შორის დაპირისპირება მოხდა.
სამართალდამცავებმა აქციის ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს, რასაც ხმაური მოჰყვა. აქციის მონაწილეების თქმით, პოლიციამ ახალგაზრდას ძაღლის გამო მისცეს შენიშვნა.
დაკავებულს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან.