დაპირისპირება კანცელარიასთან - დაკავებულია 8 აქტივისტი
ხმაური და დაპირისპირება იყო ცოტა ხნის წინ მთავროს ადმინისტრაციასთან, სადაც პოლიციამ 8 აქტივისტი დააკავა. ადგილზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილები, რომლებიც პრემიერ, ღარიბაშვილთან შეხვედრას ცდილობდნენ, თუმცა მათ ამის საშუალება სამართალდამცველებმა არ მისცეს.
ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა სცადეს. მათ ასევე, შენობაში პრემიერის შეცილება ბანერების და შეძახილების ფონზე სურდათ.
ამ დროისათვის დაკავებულები ბრალის წარგენას ელოდებიან. 8-ვე მათგანს პოლიციისადმი დაუმორჩლებლობას ედავებიან.