ბიზნესმენის სახლის ეზოში ხელყუმბარა შეაგდეს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, ბიზნესმენ, ჯემალ ნიაზოვის საცხოვრებელი სახლის ეზოში, ხელყუმბარა შეაგდეს.
ჯერჯერობით უცნობია ვინ ჩაიდინა დანაშაული. "რუსთავი 2"-ის ცნობით, აფეთქების დროს სახლში ჯემალ ნიაზოვი და მისი მეუღლე იმყოფებოდნენ.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. აფეთქების შემდეგ დაზიანდა საცხოვრებელი სახლის კედელი და ფანჯრები.