"ფორმულას" გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ
თბილისში, "ფორმულას" გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ - შემთხვევა გუშინ, ვაკეში, ერთ-ერთ კაფეში ინტერვიუს ჩაწერისას მოხდა.
ნაცემია 2 ოპერატორი. დაზიანებები აქვს ასევე ჟურნალისტ ნანო ჩაკვეტაძესაც. ჟურნალისტი ამბობს, რომ აგრესია მას შემდეგ წამოვიდა, რაც თავდამსხმელმა გაიგო, რომ ისინი "ფორმულაზე" მუშაობდნენ.