თეგებით ძიება
03. 08. 2022 News-ები

დაზარალებულად უნდა მცნონ - რას აცხადებეს ეკა ბესელია უკანონო მოსმენების საქმეზე?

პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერის, ეკა ბესელიას განცხადებით, უკანონო მოსმენის საქმეზე მას დაზარალებულის სტატუსს მიანიჭებენ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია დადგინდეს დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა.

„გამოძიების ჩატარებას მუდმივად ვითხოვდი, ვინაიდან არ შეიძლება ასეთი სისტემური დანაშაულების მიჩუმათება. ახლა მითხრეს, რომ დაზარალებულად უნდა მცნონ, ამას მე თვითონაც ვითხოვდი.

აქ არის უამრავი ადამიანი, მათ შორის ჩემი დაც მოხვდა, მას რომ ვესაუბრებოდი ის ჩანაწერებიც მოხვდა. ჩემი დაც დაკითხეს”, – აცხადებს ბესელია.

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს "ქართული ოცნების" ყოფილი წევრის, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ინტერნეტში გავრცელდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა