თეგებით ძიება
31. 08. 2022 News-ები

წლინახევრის ბავშვის სიკვდილში ბრალდებული ექიმი სასამართლომ გაამართლა - შვილმკვდარ დედას კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა

წლინახევრის ბავშვის სიკვდილში ბრალდებული ექიმი სასამართლომ გაამართლა. განაჩენი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გამოიტანა.

განაჩენს დარბაზში დიდი ხმაური მოჰყვა.

შვილმკვდარი დედა ცუდად გახდა და სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

ცნობისთვის, გარდაცვლილი ბავშვის ოჯახი სამი წელია ამტკიცებს, რომ პედიატრმა არასწორი დიაგნოზით ბავშვი სასიკვდილოდ გაწირა, გამართლებული პედიატრი კი ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ ამ ხნის განმავლობაში ბულინგის მსხვერპლი იყო.

წყარო: "ტვ პირველი"


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა