მენჯის ყოფილი სანატორიუმი ისევ აუქციონზე იყიდება
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო სენაკის სოფელ მენჯში, არსებულ 180 524 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს ელექტრონული აუქციონზე ყიდის. ქონების საწყისი ღირებულება 1 752 500 ლარია.
საპრივატიცაზიო პირობად განსაზღვრულია, რომ შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 48 თვის ვადაში აღნიშნულ ტერიტორიაზე 100 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი უნდა აშენდეს და ექსპლუატაციაში შევიდეს.
შეგახსენებთ, გასულ წელს ქონება გასაყიდად 4-ჯერ გაიტანეს.